სანქციების რისკის გამო, თურქულმა ტერმინალმა რუსული ნავთობის მიღება შეწყვიტა

ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი საშუალო ზომის ნავთობის პორტი, თურქეთის დორტიოლის ტერმინალი,  რომელმაც  2023 წელს რუსული ნავთობის რეკორდული მოცულობები მიიღო, აშშ-ის მხრიდან სანქციების გაზრდილი რისკის გამო, რუსეთიდან ტვირთს აღარ მიიღებს.


მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ე.წ. „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, თურქეთი რუსული ნავთობისა და საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან მიწოდება აზიაში, თურქეთსა და აფრიკაში გადაიტანა.


Global Terminal Services (GTS), რომელიც დერტიოლის ტერმინალს მართავს, განაცხადა, რომ რუსეთიდან ტვირთს აღარ მიიღებს და ამის შესახებ მომხმარებელს უკვე აცნობა. GTS-ის განცხადების მიხედვით, ყველა წინა ოპერაცია განხორციელდა სანქციების სრული დაცვით, მათ შორის, G7 ქვეყნების მიერ ნავთობის ფასზე დაწესებული ლიმიტის დაცვით.