ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ათობით რუსი ჯაშუში გააძევა, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ განაცხადა.
„ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ქვეყნიდან ათობით ე.წ. რუსი დიპლომატის დეპორტაცია მოახდინა. იყვნენ თუ არა ისინი ჯაშუშები? ცხადია, რომ დიახ“, - განაცხადა ალექსანდრ დე კროომ.
ბელგიის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბელგიას სხვადასხვა გზით უტევს და დემოკრატიის დესტაბილიზაციას ცდილობს.
„როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ჩვენ ვიცით, რომ მომდევნო რამდენიმე საათში ჩვენი ვებსაიტები კიბერშეტევების სამიზნე ხდება,“ - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.