აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახალ სანქციებს დააწესებს რუსულ ორგანიზაციებსა და პირებზე, რომლებიც იარაღით ვაჭრობენ ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან, ნათქვამია 5 მარტს გამოქვეყნებული განცხადების პროექტში.
დოკუმენტში ჩამოთვლილია სანქციები ვაგნერ ჯგუფის, რუსეთის მოქალაქე პაველ შეველინის, რუსული მწარმოებლის შპს Eltekhnord-ის, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ იონგ ჰიოკის წინააღმდეგ. სანქციები ასევე ვრცელდება ზემოაღნიშნული სუბიექტების ნებისმიერ ქვედანაყოფზე, ან შვილობილი კომპანიაზე. შეზღუდვები ძალაში 27 თებერვალს შევიდა და სანქციების ოფიციალური შეტყობინება 6 მარტს გამოქვეყნდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გასული შემოდგომიდან ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღის ფართო მარაგს, მათ შორის, საარტილერიო ჭურვებსა და ბალისტიკური რაკეტებს აწვდიდა . დასავლელი და უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ მათ გამოყენებას უკრაინაში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 23 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავის წინ და ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ. რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი სანქცია გამოაცხადა.