რუსეთის რამდენიმე ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის კურსკის, ვორონეჟის და ბელგოროდის ოლქების გუბერნატორები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ აცხადებენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. კურსკის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, „უკრაინული უპილოტოს“ იერიშის შედეგად ჟელეზნოგორსკის რაიონში ხანძარი გაუჩნდა საწვავის რეზერვუარს. სტაროვოიტი, რომელიც კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს, აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა.


კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, დრონით დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწვავის საცავს. ეს კომბინატი ჰოლდინგ „მეტალოინვესტის" შემადგენლობაშია.


რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ 3 დრონის „ჩამოგდების“ შესახებ იუწყება ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი და 1 დრონის შესახებ - ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. მათი წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.


უკრაინას რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.


5 მარტს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, აფეთქების შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს. უკრაინული მედია სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ ობიექტს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს.

ბოლო თვეებში რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში, ნავთობის რეზერვუარებზე დრონებით არაერთი დარტყმა იყო.

5 მარტს რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქების შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს. უკრაინული მედია სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ ობიექტს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს.

ბოლო თვეებში რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში, ნავთობის რეზერვუარებზე დრონებით არაერთი დარტყმა იყო.