აზერბაიჯანმა და საქართველომ მდინარე მტკვრის აუზის დაცვისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეადგინეს, იუწყება აზერბაიჯანის მთავრობა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მდინარე მტკვრის დამაკავშირებელი მცირე მდინარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაცვლა და მდინარე მტკვრის აუზში წყალდიდობისა და გვალვის რისკის შეფასების შედეგები, ასევე აუზის წყლის რესურსების ერთობლივი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონიტორინგის ჩატარება.