რუსეთში ქართულ ღვინოზე საიმპორტო შეღავათების გაუქმება სურთ

რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ (AVVR) გადაწყვიტა, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რომ NATO-ს ქვეყნებიდან შეტანილ ღვინოზე გადასახადი 200%-ით გაიზარდოს.

ამის მიზეზად სახელმწიფო მედია „რუსული ბაზრის დასაცავად“ მიმართულ ქმედებას ასახელებს. 


ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი პლოტნიკოვმა განაცხადა, რომ ინიციატივა ასევე ეხება ცქრიალა და გამაგრებულ ღვინოებს.

მისი თქმით, AVVR ასევე მხარს უჭერს საქართველოდან ღვინის იმპორტის გადასახადზე შეღავათიანი რეჟიმის გაუქმებას.