უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 38 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 6 მარტის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 5 S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის (ირანული წარმოების) 42 დრონი გაუშვეს.
„სამხედრო სამუშაოების შედეგად, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ხარკოვის, ვინიცისა და სუმის ოლქებში Shahed-ის ტიპის 38 დრონი ჩამოვაგდეთ,“ - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.