საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს გააფორმებენ.
შეთანხმებებზე ხელის მოწერა ხვალ, პარიზში მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტის დროს მოხდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მაია სანდუსთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში, მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ, საფრანგეთის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,“ - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.