გარი კასპაროვი რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ თანადამაარსებელი გარი კასპაროვი „როსფინმონიტორინგის“ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს. მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით.

გასული წლის ბოლოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპაროვისა და მისი თანამებრძოლის, ივან ტიუტრინის მოქმედებებში, უკრაინის მხარეს მეომარი რუსი მოხალისეების დასახმარებლად მოწყობილი აუქციონის გამო, „დანაშაულის ნიშნები“ დაინახა.


გარი კასპაროვი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჭადრაკში, რუსეთში ოპოზიციური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. 2013 წელს მან რუსეთი დატოვა. კასპაროვი აქტიურად გამოდის, მათ შორის, აშშ-ის მედიაში, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინას უჭერს მხარს.