IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი სოჭში პუტინს შეხვდა

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ სოჭში შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რათა განეხილათ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები. ამის შესახებ გროსიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.


შეხვედრის სხვა დეტალები არ გახმაურებულა. გროსიმ შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა. მისივე თქმით, განხილულ საკითხებს შორის იყო სხვა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ „გლობალური გამოწვევები.“