„რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანი“ - მიშელი ოდესაში ზელენსკის და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს თავდასხმაზე

ოდესაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს დარტყმა, რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე წერს.

მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ქმედება კრემლის სტანდარტებითაც კი მდაბიო საქციელია.

„უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა არ შეირყევა,” - წერს მიშელი.