ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებითი შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად

აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს დამატებითი ვარიანტები უკრაინის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად, რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული უშიშროების კოორდინატორმა სპიკერმა ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.


„გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას ამ დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესაძლო წვლილის შესახებ. ეს არ ნიშნავს რომ ისინი არ აკეთებენ ამას - აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ჩვენს საკუთარ სისტემაში, ჩვენს მთავრობასა და მთელ ადმინისტრაციაში, რათა დავინახოთ, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა კირბიმ.


აქვს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას გეგმა B, კირბიმ ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მუშაობდა დამატებითი შესაძლებლობების მოსაძებნად, რომელიც შეიძლება, გამოეყენებინათ უკრაინის დასახმარებლად. მანვე განმარტა, რომ ეს ვარიანტები ვერ ჩაანაცვლებს კონგრეში წარდგენილი პაკეტის მნიშვნელობას.