რუსული მედია თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შესახებ.
დღეს, 7 მარტს რუსული მედია ტულის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტულის ოლქის თავზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.
„6-7 მარტის ღამეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ტულის ოლქის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შესახებ ცნობები ხშირია.