აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრებას იემენში „ჰუსიტების“ მიერ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.
მან მოუწოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, იგივე გააკეთონ.
„ვფიქრობ, ეს, სამწუხაროდ, გარდაუვალი იყო. „ჰუსიტები“ აგრძელებენ ამ უგუნურ თავდასხმებს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ახლა კი მათ ჰყავთ ტრაგიკულად დაღუპული უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეები. ასე რომ, აშშ გააგრძელებს „ჰუსიტებისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას მათ თავდასხმებზე, რამაც არა მხოლოდ შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა, არამხოლოდ დაარღვია ნაოსნობის თავისუფლება საერთაშორისო წყლებში, არამედ, ახლა ტრაგიკულად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი,“ – განაცხადა მილერმა.
ცნობისთვის, იემენის მახლობლად სატვირთო გემზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ექვსი კი, დაშავდა.