Bloomberg: უკრაინის მოკავშირეებმა 800,000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საჭირო დაფინანსება თითქმის მოიპოვეს

უკრაინის მოკავშირეებმა თითქმის მოიპოვეს საჭირო დაფინანსება 800,000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად, ჩეხეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ინიციატივის ფარგლებში, იტყობინება Bloomberg 6 მარტს, ამ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.


იმის გამო, რომ უკრაინისთვის აშშ-ის 60 მილიარდი დოლარის დახმარება კონგრესში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ განიცდიან საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტს.


ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა თებერვალში მიუნხენის კონფერენციაზე გაასაჯაროვა ინიციატივა 800,000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის თაობაზე, რომელსაც უკრაინის მოკავშირეები პერიოდულად უერთდებიან. ბოლოს ამ ინიციატივას საფრაგეთი, გერმანია და ლატვია შეუერთდნენ.