სამხრეთ აფრიკამ ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა

სამხრეთ აფრიკას სურს, ისრაელის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სწრაფი წესით სარჩელის შეტანით მიაღწიოს, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას.


ისრაელი აცხადებს, რომ რეგიონს ახლა მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება, ვიდრე ომამდე. კერძოდ, ბოლო ორ კვირაში რეგიონში დღეში საშუალოდ სურსათით დატვირთული 102 სატრანსპორტო საშუალება შედიოდა, რაც 50 პროცენტით მეტია, ვიდრე ომამდე.


ეს არ არის სამხრეთ აფრიკის პირველი სარჩელი, რომელიც ამ ქვეყანამ ჰააგის - გაეროს სასამართლოში შეიტანა. სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებით, ისრაელს დაევალა მიიღოს ზომები, რათა თავიდან იყოს აცილებული გენოციდი. გაეროს მონაცემებით, რეგიონს ემუქრება შიმშილობა, თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ გაფართოვდა.


6 მარტს ჩიხში შევიდა ისრაელსა და ჰამასს შორის (აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული) მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასა და მძევალთა გაცვლის შესახებ, რასაც უნდა მოჰყოლოდა ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდა.

7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად სამხრეთ ისრაელში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 240-მდე მძევლად აიყვანეს, მათი ნაწილი კვლავ ტყვეობაშია.