სომხეთს ევროპოლში (ევროპის პოლიციის სამსახური) მეკავშირე ოფიცერი ეყოლება.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმით, პირდაპირი კონტაქტი დამყარდება როგორც ევროპოლთან, ასევე ევროპოლში გაგზავნილ მეკავშირე ოფიცრებთან ევროპოლის წევრი ქვეყნებიდან. დოკუმენტს ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწერეს ხელი.
შესაბამისი გადაწყვეტილების განმარტებაში აღნიშნულია, რომ სამუშაო ხელშეკრულება სომხეთის ძალოვან უწყებებსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის დამყარების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაფართოებას ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში.