რუსეთში, ყაზანის უმაღლესი სატანკო სამეთაურო სკოლას ხანძარი გაუჩნდა. როგორც ტელეგრამ არხი „ბაზა“ იუწყება, ხანძარი ყაზარმში გაჩნდა, სახურავზე გავრცელების შემდეგ ხანძარს მეორე რანგი მიენიჭა. შემთხვევის ადგილზე მორიგე სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული. „112“-ში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახელლმწიფო სააგენტო TASS-ის ოპერატიული სამსახურების ცნობით, ხანძრის საერთო ფართობი 120 კვადრატული მეტრი იყო. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი გაუმართავი გაყვანილობა გახდა. ადგილობრივი გამოცემა Inkazan.ru აღნიშნავს, რომ ხანძარი ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.
ყაზანის უმაღლესი სატანკო სამეთაურო სკოლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ეს არის ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება რუსეთის ფედერაციაში, რომელიც სატანკო ოფიცრებს ამზადებს.