რუსეთის უშიშროების განცხადებით, სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს ბელორუსის მოქალაქე, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბელორუსის მოქალაქე მოკლეს, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ბელორუსის მოქალაქე კარელიის რესპუბლიკის ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა.

„დაკავების დროს კრიმინალმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სპეცსამსახურების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა და დაპირისპირების დროს მისი განეიტრალება მოხდა,“ - აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.

რუსული მედიის ინფორმაციი, გარდაცვლილი 49 წლის ნიკოლაი ალექსეევია, აქტივისტი, რომელიც 2020 წელს ბელარუსში ოპოზიციის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.