ბაიდენი კონგრესს: უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ მის გვერდით დავდგებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. მან კონგრესს მიმართა, რომ თუ გვერდით დაუდგებიან, უკრაინა პუტინის შეჩერებას შეძლებს.

„თუ ამ დარბაზში ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება, მაგრამ უკრაინას ­შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგეთ უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად.“


„უპრეცედენტო მომენტის წინაშე ვდგავართ. ჩემი მიზანია, გავაღვიძო ეს კონგრესი და გავაფრთხილო ამერიკელი ხალხი, რომ ეს ჩვეულებრივი მომენტი არ არის. რუსეთის პუტინი შეჭრილია უკრაინაში და თესავს ქაოსს მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. თუ ვინმე ამ ოთახში ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის ამას არ გააკეთებს. მაგრამ უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგეთ უკრაინის გვერდით და მივაწვდით იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. სულ ესაა, რასაც უკრაინა ითხოვს. ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. ფაქტობრივად, უკრაინაში ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ასე გაგრძელდეს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურს, რომ ამერიკა მსოფლიო ლიდერობისგან უკან დახიოს.

„არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როდესაც „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა თქვა: „ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი. ახლა, ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს: „რა ჯანდაბაც გინდა, ის გააკეთე. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა: ქედი მოუხარეთ პუტინს.

ეს აღმაშფოთებელია. ეს საშიშია. მიუღებელია. მე ვეუბნები კონგრესს: წინ უნდა აღვუდგეთ პუტინს. გამომიგზავნეთ ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი. ისტორია გვაკვირდება. თუ შეერთებული შტატები ახლა უკან დაიხევს, ეს უკრაინას რისკის ქვეშ დააყენებს. ევროპა რისკის ქვეშ, თავისუფალი სამყარო რისკის ქვეშ ამხნევებს სხვებს, რომლებსაც სურთ ჩვენთვის ზიანის მოყენება. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიმართ მარტივია : არ დავნებდებით, ქედს არ მოვიხრით, ქედს არ მოვიხრი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.