რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვოლგოგრადის ოლქის თავზე 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ერთი კი - ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს
„ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ,“ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ტერიტორიაზე ერთი უკრაინული დრონი გაანადგურეს, კიდევ თერთმეტი კი - ვოლგოგრადის ოლქის თავზე.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შესახებ ცნობები ხშირია.