რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა წუხელ უკრაინას სამხრეთით და აღმოსავლეთით შეუტიეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
S-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა, X-59 ტიპის ორი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 37 დრონი გაანადგურეს.
რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმის ბალაკლავას რეგიონიდან გაუშვეს.
უკრაინელებმა დრონები ჩამოაგდეს კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებში.