კანადა შეუერთდება საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უკრაინის დასახმარებლად, უპილოტო საფრენი აპარატების კოალიციის შექმნას ითვალისწინებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების მიზნით, მინისტრმა ბლერმა განაცხადა, რომ კანადა შეუერთდება კოალიციას, რომელსაც ერთობლივად ხელმძღვანელობენ ლატვია და გაერთიანებული სამეფო. კანადა გააგრძელებს უკრაინისთვის შესაძლებლობების გაზრდის გზების ძიებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.