ალიევი საფრანგეთს ისლამოფობიაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე “მრავალფეროვნების დაცვა – ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს”, საფრანგეთი დაადანაშაულა, რომ ის „ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლას.“

„საფრანგეთი ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკით, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიას,” – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას.


ალიევმა აღნიშნაა, რომ საფრანგეთი „სეკულარიზმის საფარქვეშ” იღებს კანონმდებლობებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მხოლოდ მუსლიმთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.

„ამ ქვეყანაში მეჩეთები, მუსლიმური კულტურული ცენტრები და სასაფლაოები ექვემდებარება სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას და მუსლიმი მოქალაქეების შევიწროებას,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.