ფრანგული თავდაცვის კომპანიები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებენ

ფრანგულმა იარაღის მწარმოებელმა საჭირო სამხედრო აღჭურვილობა პირდაპირ უკრაინის მიწაზე უნდა აწარმოონ, რათა ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარება გაუწიოს.

Reuters-ის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ არსებობს იდეა, რომლის თანახმად, პირველი საწარმოო ერთეულები ამ ზაფხულში გაიხსნას.

„სამი ფრანგული კომპანია დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს უკრაინულ კომპანიებთან, კერძოდ, დრონებისა და სახმელეთო აღჭურვილობის სექტორში, რათა აწარმოონ სათადარიგო ნაწილები უკრაინის მიწაზე და, შესაძლოა, საბრძოლო მასალაც, მომავალში,“ - განაცხადა მინისტრმა.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიანიშნა, რომ ჩართულ კომპანიებს შორის იქნება ტანკების მწარმოებელი KNDS-ი - ჰოლდინგური სტრუქტურა, რომელიც ჩამოყალიბდა ფრანგული Nexter-ისა და გერმანული Krauss-Maffei-Wegmann-ის მიერ.