უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი არ არის დაინტერესებული „მხოლოდ გარკვეული ტერიტორიით“, მისი გეგმაა უკრაინის სრული განადგურება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხად, რომ ამაზე მეტყველებს პუტინისა და მისი გარემოცვის საჯარო განცხადებები და ქმედებები, რაც გამოიხატება სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებსა და მოსახლეობის დაშინებაში.
„დარწმუნებულები ვართ, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული მხოლოდ გარკვეული ტერიტორიით: ქალაქით ან სოფლით, ყირიმით, თუ დონბასით. ის დაინტერესებულია უკრაინის სრული განადგურებით, დამოუკიდებელი უკრაინის მიწების რუსეთთან ანექსირებით,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, კონფლიქტის გაყინვა ახლა იქნება სერიოზული გამოწვევა უკრაინისა და მისი მომავლისთვის და ეს გამოცდილება უკრაინას უკვე აქვს, როდესაც ყირიმისა და დონბასის ნაწილის ოკუპაცია მოხდა -"ომში პაუზა იქნება პაუზა პუტინისთვის,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.