ერდოღანი: 31 მარტის არჩევნები ჩემთვის ბოლო კენჭისყრა იქნება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები მისი ბოლო კენჭისყრა იქნება.

„ეს ჩემთვის ფინალია, კანონით მონიჭებული მანდატის თანახმად, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია," განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 

„ის შედეგი, რომელიც იქნება, მემკვიდრეობით გადავა ჩემს დებსა და ძმებზე, რომლებიც მოვლენ ჩემ შემდეგ," - აღნიშნავს ერდოღანი.


70 წლის ერდოღანი ორ ათწლეულზე მეტია, რაც ქვეყანას მართავს.

2002 წლის შემდეგ ათზე მეტი არჩევნების გამარჯვებული ერდოღანი, 2023 წლის მაისში ხუთი წლის ვადით ხელახლა აირჩეს.