ქემერონი: დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus-ის რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow-ს რაკეტა გადავცეთ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow-ს რაკეტა გადაეცეს.

ქემერონის იდეის თანახმად, გერმანიამ დიდ ბრიტანეთს Taurus-ის რაკეტები უნდა მიაწოდოს, ხოლო ბრიტანული მთავრობა, სანაცვლოდ, უკრაინას დამატებითი რაოდენობით Storm Shadow-ს რაკეტებს მიაწვდიდა.

„მზად ვართ, ყველა ვარიანტი განვიხილოთ უკრაინისთვის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად,“ - განაცხადა ქემერონმა.


„ბოლომდე მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ამა და სხვა საკითხებზე, რათა დავეხმაროთ უკრაინას,” - აღნიშნა ქემერონმა.


მან უარყო შიშები იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას ომის ესკალაცია შეუძლია.

„სრულიად შესაძლებელია ამ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების გაწესება, რათა გარანტირებული იყოს, რომ ის არანაირად არ შეუწყობს ხელს ესკალაციას,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.