უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსი მკვლელები და მწამებლები არ მიდიან ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აკავებენ უკრაინელები, რომლებიც იარაღით ხელში და ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ იბრძვიან. ზელენსკის თქმით, უკრაინაში სახლებისა და ეკლესიების თეთრი ბევრი კედელი იყო, რომელიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსული ჭურვებით და ეს ძალიან მჭევრმეტყველად საუბრობს იმაზე, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად.
„ნებისმიერი, ვინც იცავს სიცოცხლეს და ადამიანებს, ასრულებს ყველაზე საპატიო შესაძლო მისიას ასეთი არაადამიანური შემოსევის ფონზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს დაცვას, უკრაინელ დამცველებს. როდესაც 24 თებერვალს რუსულმა ბოროტებამ ეს ომი დაიწყო, ყველა უკრაინელი ფეხზე დადგა თავდაცვისთვის - ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები - ყველა.
მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ კაპელანს, რომელიც ჯარშია, თავდაცვის ძალებშია. ისინი ფრონტზე არიან, იცავენ სიცოცხლეს და კაცობრიობას, მხარს უჭერენ ლოცვით, საუბრით და საქმით. აი, რა არის ეკლესია - ის ხალხთან ერთად დგას და არა სადღაც ორნახევარი ათასი კილომეტრის მოშორებით, სადღაც იქ ვირტუალურ შუამავლობაში ჩართული მათ შორის, ვისაც ცხოვრება სურს და ვისაც შენი განადგურება სურს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მადლობას უხდის ყველას, ვინც ყველაფერს აკეთებს უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ვინც ქვეყანას ეხმარება და ნამდვილად უკრაინელებთან დგას მოქმედებებითა და ლოცვებით.