დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ იემენის განშტოების ლიდერი ხალიდ ალ-ბატარფი დაიღუპა. ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაშია აღნიშნული. მის ადგილს საად ბინ ატეფ ალ-ავლაკი დაიკავებს.
„ალ-ქაიდას“ იემენის განშტოება ხალიდ ალ-ბატარფის სიკვდილის მიზეზებზე არ საუბრობს.
ცნობისთვის, შეერთებულ შტატებს ალ-ბატარფი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი, საად ბინ ატეფ ალ-ავლაკზე კი - 6 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული. აშშ-ში აცხადებენ, რომ ალ-ავლაკი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებზე თავდასხმებისკენ საჯაროდ მოუწოდებს.