უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მეთაურებთან და მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანა 2000-კილომეტრიან სიმაგრეებს აშენებს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს მან მიიღო მოისმინა ანგარიში პრემიერ შმიგალისგან „ახალი თავდაცვის ხაზების მშენებლობის ტემპის შესახებ.“
„2000 კილომეტრის (1240 მილი) სიმაგრეების მშენებლობა თავდაცვის სამი ხაზის გასწვრივ არის დიდი ამოცანა, მაგრამ ტემპი კარგია," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განმარტა, რომ მან ასევე მოისმინა "დეტალური ანგარიშები სარდლობისგან ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", ასევე თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვისა და სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის ალექსანდრ კამიშინის ანგარიშები ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.
Wall Street Journal (WSJ) 7 მარტს წერდა, რომ უკრაინის ჯარები აშენებენ სიმაგრეებს გაზაფხულზე რუსეთის შეტევის მოლოდინში, თუმცა არსებობს შეშფოთება, რომ პროგრესი საკმარისად სწრაფი არ არის.