10 მარტის საღამოს შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო უწყება კიბერშეტევების სამიზნე გახდა. შეტევა ამ დრომდე წარმატებით მოიგერიეს.
ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.
AFP წერს, რომ საფრანგეთის რამდენიმე სამთავრობო დეპარტამენტი "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერშეტევას განიცდის.
თავდასხმების საწინააღმდეგოდ განლაგდა კრიზისული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფდა IT ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ მუშაობას. საფრანგეთის მთავრობამ არ დააკონკრეტა ინციდენტის დეტალები, მხოლოდ აღნიშნა, რომ კიბერშეტევების გავლენა ამ დრომდე შემცირდა და სამთავრობო ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია.