ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან პირველ 2-3 მილიარდ ევროს გადასცემს - FT

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას გადაuრიცხავენ პირველ 2-3 მილიარდი ევროს, რომელიც მიიღეს შემოსავლის სახით რუსეთის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი აქტივებიდან მიიღეს, წერს Financial Times ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.


მათი თქმით, თანხები კიევისთვის უკვე მიმდინარე წლის ივლისში იქნება ხელმისაწვდომი. ევროკომისია შესაბამის წინადადებას ოფიციალურად  მომავალ კვირას, ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე წარადგენ, რათა ასოცირების ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა უზრუნველყოს.


ევროკომისიის პროექტიდან, რომელიც FT-ისთვის გახდა ცნობილი, ირკვევა, რომ ბრიუსელი მოელის, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული წმინდა მოგების 97%-ს გამოიყენებს.

„ეს თანხები ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხება კვარტალურად ან წელიწადში ორჯერ და „შეიძლება, გამოყენებული იყოს უკრაინის ინტერესებისთვის სხვადასხვა შეთანხმების შესაბამისად,“ ნათქვამია დოკუმენტში.


მთლიანობაში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 190 მილიარდი ევროს მოცულობის რუსული სუვერენული აქტივებია გაყინული Euroclear-ში (ევროპული დეპოზიტარი).2027 წლისთვის ამ სახსრებიდან მოგებამ შეიძლება, 20 მილიარდ ევროს მიაღწიოს,“ აღნიშნეს ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა FT-თან საუბარში.