უკრაინელების მიერ თეთრი დროშის აღმართვის შესახებ გაკეთებული განცხადებით, პაპ ფრანციკეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნა სურდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება ადამიანის არჩევანი იყო და პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ.
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვატიკანი ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიდეს, ხოლო პირველი პირობა აგრესიის დასრულება უნდა იყოს.
„უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი ბუნებრივი კატასტროფის შედეგი არ ყოფილა, არამედ ადამიანის არჩევანი იყო. იმ ადამიანურ ნებას, რომელმაც ეს ტრაგედია გამოიწვია, ასევე, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის დასასრულებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას და დიპლომატიურ გადაწყვეტას გზა გაუხსნას,“ - განაცხადა პაროლინმა.