აზერბაიჯანში, ბაქოში, ყაზახურმა KazMunayGas JSC (KMG) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახეთის ნავთობის ტრანზიტის მოცულობის ეტაპობრივად გაზრდას ითვალისწინებს.
KMG-ს ცნობით, ორმხრივ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს KMG-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა და SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა. ცერემონიას ესწრებოდნენ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტები.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის სატრანზიტო მოცულობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ შეთანხმება აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე, ყოველწლიურად, 2,2 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს.
ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები გააგრძელებენ აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების ტარიფების შემცირების, ასევე, ბაქო-სუფსის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხების განხილვას გააგრძელებენ.
„დოკუმენტები, რომლებსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენს კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში ყაზახური ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაგზუმ მირზაგალიევმა.