აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის AGM-158B-2-ის რაკეტების, ასევე მასთან დაკავშირებული, დაახლოებით, 1,77 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მოცულობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.
ამერიკული მხარის ცნობით, პოლონეთის მთავრობამ მოითხოვა 821-მდე AGM-158B-2 გაფართოებული მოქმედების რაკეტის (JASSM-ER) შეძენის შესაძლებლობა, ასევე ლოგისტიკური დახმარება. სავარაუდო ჯამური ღირებულება 1,77 მილიარდი დოლარია.