ზელენსკი: კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკრაინა საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.

„რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო დანაკარგებს მივაყენებთ - სრულიად სამართლიანად. კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან უკვე ვერაფერი განკურნავს, მაგრამ დანაკარგს იგრძნობენ. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამას შეუძლია ის მეზობლებისთვის უსაფრთხო გახადოს. არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის, ჩვენი ქმედებები ახლა სიცოცხლის გადამრჩენია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის მოხსენება ბრძოლის ველზე უკრაინის ჯარების მოქმედებებთან, დაზვერვის ოფიცრების ქმედებებთან და უკრაინული დრონების მიღწევებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ ჩვენი დრონები მუშაობენ და ისინი მუშაობენ შორ მანძილზე. ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობა არის უსაფრთხოებასთან ყველას რეალური მიახლოება,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის ძალების მიერ კრივი-რიჰის დაბომბვის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.