აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოქმედების დროა, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პუტინი უფრო შორს წავა და ევროპას, აშშ-სა და მთელ თავისუფალ სამყაროს საფრთხეში ჩააგდებს. ჯო ბაიდენმა პოლონეთის პრემიერსა და პრეზიდენტს განუცხადა, რომ რუსეთის საფრთხის ფონზე პოლონეთის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება, რადგან როგორც პოლონეთს ახსოვს, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას NATO-ს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაზრდის საკითხი განიხილა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ნათლად აჩვენა, რომ აშშ უსაფრთხოების საკითხებში ლიდერად უნდა დარჩეს. მაგრამ, ალიანსის უსაფრთხოებაზე სხვა მოკავშირეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ,“ - აღნიშნა დუდამ.