პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა.
რადოსლავ სიკორსკიმ არ დააკონკრეტა ის, თუ რა თანხას გამოყოფს პოლონეთის მთავრობა ჭურვების შესაძენად.
„დიახ, ჩვენ შევუერთდით,“ - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ ვაშინგტონში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ინიციატივას 18 სახელმწიფო შეუერთდა.