პენტაგონი მზადაა უკრაინაში შორი დისტანციის (დაახლოებით 290 კმ) ATACMS-ის რაკეტები გაგზავნოს.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
„აშშ-ის თავდაცვის უწყება ახლა ღიაა უფრო დიდი დისტანციის ATACMS-ების გადაცემისთვის, რადგან აშშ-ის სამხედროებს ახლა შეუძლიათ, გამოიყენონ ზუსტი დარტყმის რაკეტების შემდეგი თაობა,“ აცხადებენ ამერიკელი ოფიციალური პირები.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა - ეს არის პირველი პაკეტი 2024 წელს, ამერიკის კონგრესში დამატებითი დაფინანსების დაბლოკვის ფონზე.
მედიის ცნობით, დახმარება მოიცავს ATACMS რაკეტებს, რომელთა მანძილი 160 კილომეტრამდეა.