პუტინი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, ის სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს - დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ, რომელიც ცდილობდა, შეერთებული შტატები დაერწმუნებინა კიევისთვის დახმარების გაგრძელების შესახებ, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს. დუდა Bloomberg-ს ესაუბრა.

„ეს რუსული იმპერიალიზმია ხელახლა დაბადებული და ის ხარბია. (...) ამიტომ უნდა დაისაჯოს...“ განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.


დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თეთრ სახლს უკრაინის ომის კრიტიკულ მომენტში ეწვივნენ.

Bloomberg- წერს, რომ აშშ, პოლონეთი და უკრაინის სხვა მოკავშირეები იკვლევენ კიევისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად, რადგან ომი მესამე წელია, გრძელდება და ქვეყნის იარაღის მარაგი მცირდება.


დუდამ გაიმეორა მოკავშირეებისადმი მოწოდება, რომ მათ თავდაცვის ხარჯები გაზარდონ. ბაიდენმა შეაქო პოლონეთი მშპ-ს თითქმის 4%-ის დახარჯვისთვის თავდაცვაზე, რაც ორმაგად აღემატება მოკავშირეებისთვის დაწესებულ 2%-იან ბარიერს.

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დახმარების 300 მილიონი დოლარის პაკეტის გადაცემის შესახებ ოფიციალურად, 12 მარტს გამოაცხადა - ეს დახმარება მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს და სხვა იარაღს.