ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა TWitter-ზე წერს.
„ჩვენ შევძელით: მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი [Coreper] უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა.
ფონდი საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება კიდევ 5 მილიარდი ევროთი გავზარდოთ.
მესიჯი ნათელია: უკრაინას დავეხმარებით, ყველაფრით, რაც საჭიროა, რათა გავიმარჯვოთ,” - წერს ბორელი. დამატებით 5 მილიარდი ევროს ოფიციალურად ორშაბათს, 18 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ.