ბრიტანეთმა პოლონეთში Sky Saber-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგება გაახანგრძლივა

დიდმა ბრიტანეთმა პოლონეთში Sky Saber-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყოფნა გაახანგრძლივა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე (X) დაწერა.


„ბრიტანული Sky Saber-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა პოლონეთში, წლის ბოლომდე, NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად დარჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. თანამედროვე ბრიტანული Sky Saber საჰაერო თავდაცვის სისტემები პოლონეთში 2022 წლის ივლისში ჩაიტანეს. Sky Saber-ს შეუძლია, ერთდროულად აკონტროლოს 24 სამიზნე. ის შედგება სამი კომპონენტისგან: რადარი, მონაცემთა გადაცემის სისტემა და საზენიტო რაკეტები. თითოეული გამშვები შეიცავს რვა CAMM რაკეტას.