ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დამოკიდებულია ტრანსატლანტიკური კავშირების სიძლიერესა და საიმედოობაზე.
ბორელმა ეს განცხადება ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს გააკეთა, იტყობინება Ukrinform, EEAS-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის მეტი, უფრო სწრაფი და მდგრადი სამხედრო დახმარების აუცილებლობას. მან შეაქო აშშ-ის ბოლო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება ჩვენი ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული," - ნათქვამია პრესრელიზში.