ჩრდილოეთ კორეის ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სატანკო სწავლების დროს, სამხედროები მოინახულა და ჯარისკაცებს მოუწოდა, გაზარდონ ძალისხმევა ომისთვის მოსამზადებლად. შეხვედრის დროს ჩრდილოკორეელმა დიქტატორმა თავად მართა ახალი ტიპის ტანკი. კიმ ჩენ ინის მტკიცებით, ახალი ტიპის საბრძოლო ტანკი "მსოფლიოში ყველაზე ძლიერია."
სამთავრობო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სატანკო წვრთნები აშშ-სა და სამხრეთ კორეის ყოველწლიური თერთმეტდღიანი სწავლებების პარალელურად დაიწყო.
რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი წვრთნები 48 სახის სხვადასხვა საველე ტიპის წვრთნას მოიცავდა, რაც შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტია.ცნობისთვის, კიმ ჩენ ინმა არაერთხელ მოუწოდა სამხედროებს, ომისთვის მზად იყვნენ.