ზელენსკი მოხალისე მებრძოლებს: თქვენი სიმამაცით ვინარჩუნებთ ეროვნულ დამოუკიდებლობას

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ მოხალისეებს გამბედაობისთვის, რომლებიც ინარჩუნებენ ეროვნულ დამოუკიდებლობას. ამის შესახებ მან უკრაინელი მოხალისე მებრძოლების დღისადმი მიძღვნილ პოსტში ისაუბა. ზელენსკის ტექსტი მის Facebook-ზე გავრცელდა.


„დღეს არის მათი დღე, ვინც არჩევანი გააკეთა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში - არჩევანი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად. ჩვენი უღრმესი პატივისცემა ყველა უკრაინელს, რომელთა გამბედაობა ინარჩუნებს ეროვნულ დამოუკიდებლობას! კურთხეული და მარადი იყოს ყველას ხსოვნა, ვინც სიცოცხლე გასწირა უკრაინისთვის. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ზელენსკიმ.


უმაღლესმა რადამ ეს დღესასწაული 2017 წლის 17 იანვარს შემოიღო, რათა პატივი მიაგონ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა გამბედაობასა და გმირობას, ხელი შეუწყონ საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების შემდგომ განმტკიცებას.