ირანის სასამართლომ „ოსკარის“ ორგზის მფლობელს, ირანელ კინორეჟისორს, აშღარ ფარჰადის მოუხსნა პლაგიატის ბრალდება მისი ფილმშის, „გმირის,“ გამო რომელსაც კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ყოფილმა სტუდენტმა, აზადე მასიჰზადემ ფარჰადის ბრალად დასდო, რომ მოიპარა დოკუმენტური ფილმის იდეა, რომელიც მან გადაიღო რეჟისორის მიერ 2024 წელს თეირანში ჩატარებული სემინარის დროს.
ფარჰადის კომპანიამ, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას მართავს, გაავრცელა ცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება თეირანის უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორების, ასევე ინტელექტუალური და სახელოვნებო საკუთრების სამართლის პედაგოგების და ექსპერტების დასკვნებს.