სტოლტენბერგი: საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი, არც სამართლიანი. 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა სრულიად უკანონი უწოდა არჩევნებს, რომელთა ორგანიზებასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. და არჩევნები რუსეთში არ იქნება არც სამართალი და არც თავისუფალი. ვიცით, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში არიან, ზოგიერთი მოკლულია, ხოლო ბევრი გადასახლებულია… ასე რომ, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი [არჩევნები] არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.