ევროპას არ შეუძლია, უგულებელყოს პუტინის იმპერიული გეგმები და მტკიცედ უნდა შეუშალოს ხელი უკრაინაში მის გაბატონებას. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
”პუტინის იმპერიალისტური გეგმები სცდება უკრაინის საზღვრებს. თუ ის არ შეაჩერეს უკრაინელებმა თავიანთი ქვეყნის აღმოსავლეთით, ომი ჩვენს კარამდე მოაღწევს,” - განაცხადა ბერბოკმა.
„ეს თავიდან უნდა ავიცილოთ ერთობლივი ძალისხმევით და, შესაბამისად, უკრაინაში დახმარების გაზრდით, რაც დაიცავს მშვიდობას პოლონეთში, რუმინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთში, ისევე როგორც ნორვეგიაში - ქვეყნებშში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან რუსეთს ან უკრაინას,“ განმარტა გერმანელმა დიპლომატმა.