ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირში რუსული და ბელორუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ითხოვს

ლიეტივის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის დონეზე რუსული და ბელორუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას მოითხოვს. 

რეზოლუციას ერთხმად დაუჭირა მხარი სეიმის 107-მა დეპუტატმა. პარლამენტის წევრები მიმართავენ ევროკომისიას, სასწრაფოდ შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირში რუსული და ბელორუსული მარცვლეულის იმპორტს აკრძალავს.


ლიტვის სეიმი ასევე სთხოვს ევროკომისიას, უზრუნველყოს თანამშრომლობა და კოორდინაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რათა ეფექტიანად და ერთნაირად გამოიყენებოდეს ეს აკრძალვა ევროკავშირის მასშტაბით. ცალკე, რეზოლუციაში განიხილავენ ევროკავშირში რუსული და ბელორუსული საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას და, საჭიროების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნაკადის დარეგულირებას, უკრაინული პროდუქტების გამოყენებით. მედიის ცნობით, მომავალ კვირას ევროკომისია, სავარაუდოდ, წარადგენს წინადადებას რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვის შესახებ. ლატვიის პარლამენტი იყო პირველი, რომელმაც რუსეთიდან და ბელორუსიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე აკრძალვა 2025 წლის ივლისამდე შემოიღო. 8 მარტს პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია რუსული და ბელორუსული საკვები პროდუქტების იმპორტზე სანქციების დაწესების შესახებ.